შინაარსზე გადასვლა

ტიტანიკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.1) (ბოტის დამატება: jv:Titanic (film 1997)
ხაზი 110: ხაზი 110:
[[it:Titanic (film 1997)]]
[[it:Titanic (film 1997)]]
[[ja:タイタニック (1997年の映画)]]
[[ja:タイタニック (1997年の映画)]]
[[jv:Titanic (film 1997)]]
[[ko:타이타닉 (1997년 영화)]]
[[ko:타이타닉 (1997년 영화)]]
[[la:Titanic (pellicula 1997)]]
[[la:Titanic (pellicula 1997)]]

20:41, 19 დეკემბერი 2012-ის ვერსია

„ტიტანიკი“
ჟანრი ისტორიულ-რომანტიკული დრამა
რეჟისორი ჯეიმზ კემერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კემერონი, ჯონ ლანდაუ, რეი სანჩინი
სცენარის ავტორი ჯეიმზ კემერონი
როლებში ლეონარდო დიკაპრიო
კეიტ უინსლეტი
ბილი ზეინი
კეთი ბეიტსი
ფრენსის ფიშერი
გლორია სტიუარტი
ბერნარდ ჰილი
ვიქტორ გერბერი
დენი ნუჩი
ბილ პექსტონი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი რასელ კარპენტერი
მონტაჟი ჯეიმზ კემერონი, კონრად ბეფ IV, რიჩარდ ჰარისი
სტუდია 20th Century Fox
დისტრიბუტორი აშშ:
Paramount Pictures
მსოფლიო:
20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 19 დეკემბერი 1997
ხანგრძლივობა 194 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლ���სური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1,843,201,268 აშშ დოლარი

ტიტანიკი — 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.

ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა.

2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმის 3-D ვერსია.

ჯილდოები

ტიტანიკი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო, მათ შორის

მუსიკა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA