შინაარსზე გადასვლა

ტიტანიკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის შეცვლა: bs:Titanic (1997)
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის fr:Titanic (film, 1997)
ხაზი 53: ხაზი 53:
[[კატეგორია:ისტორიული ფილმები]]
[[კატეგორია:ისტორიული ფილმები]]
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]]
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]]
{{Link FA|fr}}


[[af:Titanic (rolprent)]]
[[af:Titanic (rolprent)]]

10:21, 22 ნოემბერი 2011-ის ვერსია

„ტიტანიკი“
ჟანრი ისტორიულ-რომანტიული დრამა
რეჟისორი ჯეიმზ კემერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კემერონი, ჯონ ლანდაუ, რეი სანჩინი
სცენარის ავტორი ჯეიმზ კემერონი
როლებში ლეონარდო დიკაპრიო
კეიტ უინსლეტი
ბილი ზეინი
კეთი ბეიტსი
ფრენსის ფიშერი
გლორია სტიუარტი
ბერნარდ ჰილი
ვიქტორ გერბერი
დენი ნუჩი
ბილ პექსტონი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი რასელ კარპენტერი
მონტაჟი ჯეიმზ კემერონი, კონრად ბეფ IV, რიჩარდ ჰარისი
სტუდია 20th Century Fox
დისტრიბუტორი აშშ:
Paramount Pictures
მსოფლიო:
20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 19 დეკემბერი 1997
ხანგრძლივობა 194 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1,843,201,268 აშშ დოლარი

ტიტანიკი არის 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.

ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანა��ედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. იგი ასევე წარდგენილი იქნა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო, მათ შორის, წლის საუკეთესო ფილმისათვის და წლის საუკეთესო რეჟისორისათვის. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. 2012 წელს იგეგმება მისი 3-D ფორმატში დემონსტრირება.

ბმულები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA