ტიტანიკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება |
მ removed Category:ჯეიმზ კემერონის ფილმები; added Category:ჯეიმზ კამერონის ფილმები using HotCat |
||
ხაზი 66: | ხაზი 66: | ||
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]] |
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]] |
||
[[კატეგორია:ჯეიმზ |
[[კატეგორია:ჯეიმზ ფილმები]] |
||
[[კატეგორია:ისტორიული ფილმები]] |
[[კატეგორია:ისტორიული ფილმები]] |
||
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]] |
[[კატეგორია:1997 წლის ფილმები]] |
14:17, 31 იანვარი 2013-ის ვერსია
„ტიტანიკი“ | |
---|---|
ჟანრი | ისტორიულ-რომანტიკული დრამა |
რეჟისორი | ჯეიმზ კემერონი |
პროდიუსერი | ჯეიმზ კემერონი, ჯონ ლანდაუ, რეი სანჩინი |
სცენარის ავტორი | ჯეიმზ კემერონი |
როლებში |
ლეონარდო დიკაპრიო კეიტ უინსლეტი ბილი ზეინი კეთი ბეიტსი ფრენსის ფიშერი გლორია სტიუარტი ბერნარდ ჰილი ვიქტორ გერბერი დენი ნუჩი ბილ პექსტონი |
კომპოზიტორი | ჯეიმზ ჰორნერი |
ოპერატორი | რასელ კარპენტერი |
მონტაჟი | ჯეიმზ კემერონი, კონრად ბეფ IV, რიჩარდ ჰარისი |
სტუდია | 20th Century Fox |
დისტრიბუტორი |
აშშ: Paramount Pictures მსოფლიო: 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი | 19 დეკემბერი 1997 |
ხანგრძლივობა | 194 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 200 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 1,843,201,268 აშშ დოლარი |
ტიტანიკი — 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. 2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმის 3-D ვერსია.
გადაღება
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.
ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის.
მუსიკა
შეფასება
კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა.
ჯილდოები
ტიტანიკი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო. ეს იყო 1959 წელს ფილმ „ბენ-ჰურის“ მიერ დამყარებული რეკორდის გამეორება.
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯეიმზ კემერონი
- საუკეთესო ოპერატურა
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება
- საუკეთესო მონტაჟი
- საუკეთესო მუსიკა: ჯეიმზ ჰორნერი
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტიტანიკი (ფილმი)“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური ვებ-გვერდი
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA