შინაარსზე გადასვლა

ალბერ კამიუ

ვიკიციტატიდან
ალბერ კამიუ

ალბერ კამიუ (ფრანგ. Albert Camus) (7 ნოემბერი, 1913 — 4 იანვარი, 1960), ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957).


  • თავისუფლებაც კატორღაა, სანამ ერთი ადამინი მაინცაა მონა. (მართალნი)


  • ბრძოლა თავადაა საკმარისი ადამიანის გულის გასაძრობად. ზოგიერთმა უნდა წარმოიდგინოს სიზიფეს ბედნიერება. (სიზიფეს მითიდან)


  • მხატვარს თუ მარჯვენა დაუზიანდა, ცოლს ორი მიზეზით მოიყვანს. (იონადან)


  • რა არის ბედნიერება, თუ არა ადამიანის არსისა და არსებობის თანხვდომა. (უდაბნო)


  • არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან. (უდაბნო)


  • არსებობს უფრო მაღალი ბედნიერება, როდესაც ბედნიერება აღარაფრად გესახება.


  • იმედგადაწურულ კაცს სამშობლო არ გააჩნია. (ზღვა სულ ახლოს)


  • განცალკევებული სამართ��იანობა ტირანიად მოგვევლინება. (ტიპაზაში დაბრუნება)


  • სრულიად არ არის საჭირო ჩავუღრმავდეთ საგანთა არსს, რათა ცხადლივ დავინახოთ, რომ არ არსებობს აბსოლუტური მატერიალიზმი, რადგან თვით ეს ცნება გულისხმობს, რომ სამყაროში არის კიდევ რაღაც, მატერიის გარდა. მსგავსად ამისა არ არსებობს ტოტალური ნიჰილიზმი. სამყაროს აზრისა და მნიშვნელობის უარყოფა ღირსებათა განსჯის უარყოფაა ერთდროულად, თუმცა ცხოვრება, თუნდაც საკუთარი თავის გამოკვება, ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა. (ქარაგმა)


  • თუ თავს არ იკლავ, ესე იგი, ირჩევ გააგრძელო ცხოვრება და ამით გარკვეულ ღირებულებას შესძენ მას.


  • ადამიანის შემოქმედება მის ნოსტალგიებსა და ცდუნებებს ასახავს.


  • ვინც კი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის, იგი, საბოლოო ჯამში, სილამაზის დაცვას ემსახურება. (ელენეს გადასახლება)


  • აროდეს გავამართლოთ ძალა, რომელიც გონებას აღარ მორჩილებს. (ნუშის ხეები)


  • არარა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც აბსოლუტი. (მინოტავრი)


  • არიან ადამიანები, რომელთაც მშვენიერი სამყარო უმადურ სამშობლოდ დაუსახავთ.


  • ყვავილის მოწყვეტის სურვილი, ქალის დაურვების წადილია ერთგვარად.


  • სამყარო მშვენიერია და ჩვენი ხსნა მასშია. (უდაბნო)
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ალბერ კამიუ