ალექსი III (ტრაპიზონი)
ალექსი III დიდი კომნენოსი | |
---|---|
Αλέξιος Γ΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1349 |
მმართ. დასასრული: | 1390 |
წინამორბედი: | მიხეილ კომნენოსი |
მემკვიდრე: | მანუელ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ოქტომბერი, 1338 |
გარდ. თარიღი: | 20 მარტი, 1390 |
მამა: | ბასილი კომნენოსი |
ალექსი III დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Γ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 5 ოქტომბერი, 1338 — გ. 20 მარტი, 1390) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1349 წლიდან გარდაცვალებამდე. მის შესახებ მოიპოვება უფრო მეტი დოკუმენტური ინფორმაცია, ვიდრე ტრაპიზონის იმპერიის სხვა რომელიმე მმართველზე. მისი მმართველობა გამოირჩევა ლიტერატურული შემოქმედების აღმავლობით.
ალექსი III იყო ბასილი კომნენოსისა და მისი მეორე ცოლის, ირინე ტრაპიზონელის ვაჟი. ალექსის თავდაპირველად ერქვა იოანე (Ιωάννης). სავარაუდოდ, სახელი ალექსი დაირქვა ან ნაადრევად გარდაცვლილი უფროსი ძმის, ან პაპის, ალექსი II-ის პატივსაცემად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Finlay, The History of Greece and the Empire of Trebizond, (1204-1461) (Edinburgh: William Blackwood, 1851)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
- Vougiouklaki Penelope, "Alexios III Grand Komnenos", Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor
წინამორბედი: მიხეილ კომნენოსი |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1349-1390 |
შემდეგი: მანუელ III |
|