ფედერალური ტერიტორიები (მალაიზია)
![](https://cdn.statically.io/img/upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Flag_of_the_Federal_Territories_of_Malaysia.svg/220px-Flag_of_the_Federal_Territories_of_Malaysia.svg.png)
მალაიზიის ფედერალური ტერიტორიები შედგება სამი ნაწილისგან: კუალა-ლუმპური, პუტრაჯაია და ლაბუანი, რომლებიც პირდაპირ მალაიზიის ფედერალური მთავრობის მიერ იმართება. კუალა-ლუმპური მალაიზიის ეროვნული დედაქალაქია, პუტრაჯაია ადმინისტრაციული დედაქალაქი, ხოლო ლაბუანი საერთაშორისო ოფშორული ფინანსული ცენტრი. კუალა-ლუმპური და პუტრაჯაია წარმოადგენენ ანკლავს სალანგორის შტატში. ლაბ��ანი კი წარმოადგენს კუნძულს საბაჰის სანაპიროსთან.
ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტერიტორიები იმართებიან ფედერალური ტერიტორიების სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ, რომელიც პრემიერ-მინისტრ აბდულა აჰმად ბადავის მიერ 2006 წლის 27 მარტს შეიქმნა. ფედერალური ტერიტორიების პირველი მინისტრი ისა აბდულ სამადი იყო, ხოლო 2013 წლიდან სამინისტროს ტენგკუ ადნან ტენგკუ მანსორი მართავს.
დროშები და ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფედერალური ტერიტორიების ოფიციალური ფიმნია: Maju dan Sejahtera (პროგრესი და კეთილდღეობა). ფედერალური ტერიტორიების საერთო დროშასთან ერთად, თითოეულ წევრს ასევე აქვს საკუთარი დროშაც:
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Malaysian Ministry of Federal Territories დაარქივებული 2006-02-02 საიტზე Wayback Machine.