შინაარსზე გადასვლა

Here, There and Everywhere

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Here, There and Everywhere“

1996 წლის ამერიკული, მუსიკალური აპარატებისთვის განკუთვნილის სინგლი, "Good Day Sunshine"-ით მეორე მხარეზე
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Revolver
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1966
ჩაიწერა 14 ივნისი 1966,
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი სოფტ-როკი,[1] პოპი[2]
ხანგრძლივობა 2:25
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Revolverსიმღერები

Here, There and Everywhere“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Revolver, რომელიც გამოვიდა 1966 წელს.

სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი[3][4] (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი). „Here, There and Everywhere“ პოლის ერთ-ერთი საყვარელი საავტორო სიმღერაა, ისევე, როგორც ჯორჯ მარტინის, სიმღერის პროდიუსერის. იგივე პატივისცემას სიმღერის მიმართ ჯონ ლენონი გამოხატავდა. 2000 წელს Mojo-ს ყველა დროის უდიდესი სიმღერების სიაში „Here, There and Everywhere“-მ მე-4 ადგილი დაიკავა.[5]

კომპოზიცია 1966 წლის ივნისში იწერებოდა, Revolver-ის შექმნის უკანასკნელ ეაპზე. მაკ-კარტნიზე მისი დაწერისას გავლენა იქონია ბრაიან უილსონის მიერ The Beach Boys-ისთვის დაწერილმა "God Only Knows"-მა.

შექმნა და შთაგონება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის განხილვისას პოლ მაკ-კარტნი ხშირად იხსენებდა ბრაიან უილსონის ავტორობის „God Only Knows“-ს, როგორც შთაგონების წყაროს. [6] უკანასკნელი შეტანილია The Beach Boys-ის 1966 წლის ალბომში Pet Sounds, რომელიც, თავის მხრივ, The Beatles-ის Rubber Soul-ით არის შთაგონებული (რომელიც წინა წლის დეკემბერში გამოვიდა.[7][8] 1966 წლის 17 მაისს, The Beach Boys-ის ახალი ალბომის ამერიკაში გამოცემის მეორე დღეს, მაკ-კარტნი და ჯონ ლენონი ესწრებოდნენ Pet Sounds-ის მოსმენის დახურულ საღამო, გამართულს ლონდონის ვალდორფის სასტუმროში.[9]

უილსონის სიმღერებით შთაგონებულმა,[10] მაკ-კარტნიმ „Here, There and Everywhere“ დაწერა ორი კვირის თავზე, ლენონის სახლში, უეიბრიჯში, სანამ ჯონი გაღვიძებას ელოდებოდა. იგი იხსენებდა: „აუზთან ვიჯექი, გიტარით და დავიწყე მი-ში დაკვრა. სულ მალე რამდენიმე აკორდი მივიღე და, ვფიქრობ, სანამ გაიღვიძებდა, სიმღერა თითქმის მთლიანად დავწერე. ამიტომ სტუდიაში წავიღეთ და დავასრულეთ.“[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pollack 1994.
  2. Moorefield 2005.
  3. Miles 1997, pp. 285–86.
  4. Sheff 2000, p. 179.
  5. Mojo lists. Rocklistmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 21 August 2011.
  6. Rodriguez 2012, p. 78.
  7. MacDonald 1998, pp. 186, 380.
  8. Fletcher, Tony (2000). Dear Boy. United States: Omnibus Press. ISBN 978-1-84449-807-9. ციტირების თარიღი: 8 May 2013. 
  9. Rodriguez 2012, pp. 77–78.
  10. Ames Carlin, Peter (2006). Catch a Wave. United States: Rodale, Inc., გვ. 88. ISBN 978-1-59486-749-1. ციტირების თარიღი: 8 May 2013. 
  11. 100 Greatest Beatles Songs: 25 – 'Here, There and Everywhere'. rollingstone.com. ციტირების თარიღი: 19 March 2015.