შინაარსზე გადასვლა

Paradise (Coldplay-ს სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Paradise“

Paradise
სინგლიColdplay
ალბომიდან Mylo Xyloto
გამოსვლის თარიღი 12 სექტემბერი, 2011
ჟანრი ელექტრო როკი, რითმ-ენდ-ბლუზი
ხანგრძლივობა 4:39 [1]
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი მარკუს დრევსი, დენ გრინი, რიკ სიმფსონი
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Every Teardrop is a Waterfall“
(2011)
Paradise
(2011)
„Charlie Brown“
(2011)

Paradise“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა სინგლი. იგი გამოიცა 2011 წლის 12 სექტემ��ერს. ეს არის მეორე სინგლი ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომიდან Mylo Xyloto.[2]

სიმღერის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 12 სექტემბერს, BBC Radio 1-ის ეთერში.[3]

ჯგუფის ოფიციალური საიტის თანახმად, სიმღერას გაერთიანებული სამეფოს ჩარტში მოხვედრა არ შეეძლო, ვინაიდან სერვისზე iTunes იგი ავტომატურად თან ახლდა ალბომის Mylo Xyloto ყველა ჩამოტვირთულ ასლს (სინგლის სახით).

სიმღერის გამოცემასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი მუშაობს მის ვიდეოკლიპზეც.[4] ეს ცნობილი გახდა რადიოწამყვან კრის მოილსისგან. მისი თქმით, ჯგუფი 12 და 13 სექტემბერს კლიპის გადაღებაში მონაწილეობდა. ეს ასევე დადასტურდა ინტერნეტ-ფორუმის RED Cameras and Filmmakers მომხმარებლის მიერ, რომელმაც გამოაქვეყნა გზავნილი: „RED EPIC-X #00031 კამერა მიფრინავს ლონდონში, ჰაიპ უილიამსის მიერ Coldplay-ს მუსიკალური ვიდეოს გადასაღებად“.[5]

ბრიტანული პრომო სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Paradise“ (რადიოს ვერსია)4:20
2.„Paradise“ (ინსტრუმენტული)4:38
ციფრული ჩამონატვირთი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Paradise“4:38
ციფრული – ფედი ლე გრანდის რემიქსი[6]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Paradise“ (ფედი ლე გრანდის რემიქსი)7:15
ციფრული ჩამონატვირთი - ტიესტოს რემიქსი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Paradise“ (ტიესტოს რემიქსი)4:45
ჩარტები (2011) უმაღლესი პოზიცია
ავსტრალია[7] 42
ირლანდია[8] 14
ნიდერლანდები[9] 2
აშშ ალტერნატიული როკ სიმღერები[10] 24
აშშ როკ სიმღერები[10] 22
ქვეყანა გამოცემის თარიღი ფორმატი
გაერთიანებული სამეფო 12 სექტემბერი 2011 ციფრული ჩამოტვირთვა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-11. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
  4. http://twitpic.com/6kdplc
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-05. ციტირების თარიღი: 2011-09-20.
  6. Beatport > Coldplay > Paradise > Fedde le Grand Remix Retrieved 2011-10-30.
  7. http://www.australian-charts.com/showitem.asp?interpret=Coldplay&titel=Paradise&cat=s
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-27. ციტირების თარიღი: 2011-09-17.
  9. http://www.dutchcharts.nl/showitem.asp?interpret=Coldplay&titel=Paradise&cat=s
  10. 10.0 10.1 Chart Highlights: Rodney Atkins Takes 'Back Road' To No. 1 On Country Songs. Billboard. Prometheus Global Media (2011-09-19). ციტირების თარიღი: September 20, 2011.