შინაარსზე გადასვლა

ტოკატა და ფუგა რე მინორი (BWV 565)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უძველესი დღემდე შემორჩენილი ხელნაწერის თავფურცელი. იოჰანეს რინგკი, 1750 წლის შემდეგ
ტოკატა და ფუგა რე მინორ��

ტოკატა და ფუგა რე მინორი, BWV 565იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები, რომელიც ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ ევროპულ საორგანო ნაწარმოებად ითვლება. მუსიკის ზოგიერთმა მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა ბახის ავტორობა[1], თუმცა თანამედროვე გაბატონებული მოსაზრებით იგი წარმოადგენს ბახის კომპოზიტორული განვითარების ერთ-ერთ იმ ფაზაზე შექმნილ მუსიკას, რომლიდანაც მცირე რაოდენობის ნაწარმოებებია შემორჩენილი.

ნაწარმოები შედგება სამი ნაწილისაგან: პირველია ტოკატაპრელუდია სწრაფი ტემპითა და ძლიერი აკორდებით; მას მოსდევს ოთხხმიანი ფუგა, რომელიც თავის მხრივ მესამე დამამთავრებელ ნაწილს, ე. წ. „რეჩიტატივოს“ უერთდება და დასაწყისის იმპროვიზატორულ ხასიათს იღებს. სამივე ნაწილი ერთმანეთთან მოტივითა და ჰარმონიითაა დაკავშირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Timothy Albrecht: Musical Rhetoric in J.S. Bach's Organ Toccata BWV 565. In: Organ Yearbook. 11, 1980, ISSN 0920-3192.
  • Eric Lewin Altschuler: Were Bach's Toccata and Fugue BWV 565 and the Ciacconia from BCW 1004 Lute Pieces?. In: The Musical Times. 146, Nr. 1893, 2005, ISSN 0027-4666, S. 77–87.
  • Bernhard Billeter: Bachs Toccata und Fuge d-moll für Orgel BWV 565 – Ein Cembalowerk?. In: Die Musikforschung. 50, Nr. 1, 1997, ISSN 0027-4801, S. 77–80.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]