ღამე მოტიტვლებულ მთაზე (მუსორგსკი)
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
![](https://cdn.statically.io/img/upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8b/Musorgskiy_in_1865b.jpg/220px-Musorgskiy_in_1865b.jpg)
ღამე მოტიტვლებულ მთაზე (რუს. Ночь на лысой горе) არის მოდესტ მუსორგსკის ადრინდელი ნაწარმოები, რომლის ჩანაფიქრი დაიბადა 1860 წ., როდესაც კომპოზიტორი მუშაობდა მუსიკაზე მეგდენის დრამისათვის „კუდიანი“. შვიდი წლის შემდგომ მან ეს ��უსიკა გადააკეთა 4 ეპიზოდისგან შემდგარ სიმფონიურ სურათად „ივანეს ღამე მოტიტვლებულ მთაზე“
- 1. კუდიანთა თავშეყრა, მითქმა-მოთქმებითა და ჭორებით
- 2. ტარტაროზის მატარებელი
- 3. უწმინდური ტარტაროზის სადიდებელი
- 4. შაბაში.
ნაწარმოების უკანასკნელი რედაქცია - ფანტაზია „ღამე მოტიტვლებულ მთაზე“ - ეკუთვნის კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვს, რომელმაც ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ (1886) მთლიანად თავიდან გააორკესტრა მუსორგსკის თხზულებიდან შერჩეული საუკეთესო მუსიკალური ეპიზოდები. სწორედ ამ სახით შესრულდა ნაწარმოები პირველად 1886 წლის 15 ოქტომბერს ქ. პეტერბურგში, ნ. რიმსკი-კორსაკოვის დირიჟორობით, და ამ სახით დამკვიდრდა სიმფონიურ ლიტერატურაში.
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
|